ბავშვთა პორნოგრაფიასთან ბრძოლის ფარგლებში აშშ-ში თითქმის 200 ადამიანი დააპატიმრეს. დაპატიმრებები ასევე მიმდინარეობდა დიდი ბრიტანეთში, ესპანეთში, არგენტინაში, საფრანგეთსა და ფილიპინებზე.
ოპერაციის მსვლელობისას პორნოინდუსტრიიდან განთავისუფლებული იყო 18 ბავშვი. დაკავებულთა შორის არიან არა მხოლოდ ისინი, ვინც ამ პროდუქციას აწარმოებდა, არამედ ისინიც ვინც იღებდა ამ ვიდეოფირებს და ასაღებდა მათ.
აშშ-ს საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციის სამსახურის უფროსი ჯონ მორტონი აცხადებს, რომ "დაე ეს ოპერაცია იყოს გაფრთხილება მათთვის, ვინც ინტერნეტის საშუალებით რყვნის არასრულწლოვანებს".
"ჩვენ თქვენ გითვალთვალებთ, გიპოვით და პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით გაგებინებთ", _ განაცხადა მორტონმა.