საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმის პრიორიტეტული მიმართულებაა. მინისტრის გადაწყვეტილებით, დარგობრივი სამედიცინო ასოციაციებისთვის მკურნალობის სტანდარტების დანერგვის თაობაზე საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.
ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს საკონკურსო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საგრანტო პროექტების შერჩევის პირობები დეტალურად გააცნო.
კონკურსში მონაწილეობა შეეძლება ნებისმიერ პროფესიულ ასოციაციას, რომელიც წარადგენს საგრანტო პროექტს. საპროექტო წინადადებების წარმოდგენის ვადა 2012 წლის 1 ივლისს იწურება. საგრანტო პროექტების შემსწავლელ კომისიაში ჯანდაცვის სამინისტროს, სადაზღვევო კომპანიების, სხვადასხვა კლინიკებისა და სადაზღვევო ჰოსპიტალური ქსელის წარმომადგენლები იმუშავებენ.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ერთის მხრივ, უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ხოლო მეორეს მხრივ, დაარეგულირებს ფინანსური ანგარიშსწორების საკითხს სადაზღვევო კომპანიასა და საავადმყოფოს შორის.