საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის (რეზიდენციით ქ. ვენა) ელჩს მიხაელ პოსტლსა და ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა სამინისტროს კულტურის პოლიტიკის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, მარტინ ეშტინგერს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.