"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კოალიცია " ქართული ოცნების" მიერ 10 ივნისს ქ. ქუთაისში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.
ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ ქუთაისში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 10 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.
"სამართლიანი არჩევნები" და საია იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.