იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის განცახადებით, სხვადასხვა დარღვევა ბიძინა ივანიშვილისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი არ გახდება.
როგორც მან ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით დაკავებული და დაჯარიმებული პირების შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კონტროლის პალატის მიერ შესწავლილ საკითხებს დეტალურად არ იცნობს, თუმცა ის ფაქტები, რომლებიც მოისმინა, შინაარსით ამომრჩევლის მოსყიდვასთან ახლოს დგას.
"საარჩევნო კამპანია იდეების ჭიდილია და არა ფულით ამომრჩეველს მოსყიდვა. როდესაც ადამიანი ღიად აცხადებს, რომ "მე-9 არხთან" ღიად არის დაკავშირებული და ამომრჩევლებისთვის სხვადასხვა ნივთის უფასოდ ან შეღავათიან ფასებში გადაცემას აპირებს, ეს, ჩემი შეფასებით, ამომრჩევლის მოსყიდვას ჰგავს", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
რაც შეეხება ივანიშვილის სამართალდამრღვევად ცნობას, კუბლაშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ ივანიშვილს, ისევე, როგორც სხვა მოქალაქეებს, საარჩევნო პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობის უფლება აქვთ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "ქართული ოცნების" ყოფილ აქტივისტებს - მიხეილ მესხს, მიხეილ ამაშუკელს და გაგა ამბროლაძეს - მოსყიდვის ბრალდებით, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. კონტროლის პალატამ სამართალდამრღვევად მიიჩნია ასევე ბიძინა ივანიშვილი და საქმე რეაგირებისტვის პროკურატურას გადასცა.