11 ივნისს, 20:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი სოლოკონცერტს გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კონცერტის ორგანიზატორმა მანანა ფაცურიამ განუცხადა, "სოლოკონცერტზე პიანისტი შეასრულებს შუბერტის, შოპენის, მოცარტის, ლისტის და სხვათა ნაწარმოებებს".
12 ივნისს შიუკაშვილი გაემგზავრება გერმანიაში.
"პიანისტი გერმანიაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალში ქართველი პიანისტი მსოფლიოს საუკეთესო პიანისტებთან ერთად გამართავს კონცერტს", - განაცხადა მანანა ფაცურიამ.
გერმანიაში ვალერიან შიუკაშვილი სამ კონცერტს გამართავს.