,,დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებით, მიკროავტობუსებში რადიომიმღებების ჩახშობა საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ნიშნავს.
,,საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობა კიდევ ერთი აბსურდული, უგუნური გადაწყვეტილებით „გააბედნიერა", მოახლოებულ არჩევნებს კიდევ ერთი მზაკვრული ხრიკი მოახვია თავს-სამარშრუტო ტაქსებში აკრძალა რადიომიმღებების მოსმენა. ამით, ხალხს წაართვა ხელისუფლებისთვის არასასურველი ალტერნატიული ინფორმაციის მიღების უფლება. ხელისუფლება ფიქრობს, რომ შეძლებს კიდევ დიდი ხნით ამყოფოს საზოგადოება ვირტუალურ სამყაროში. აკრძალვები, როგორც წესი ახასიათებს ტოტალიტარულ რეჟიმებს და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ პროცესებთან",_ განაცხადა ,,დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა შალვა ობგაიძემ, რომელმაც აღნიშნა ,რომ ხელისუფლებას ყველაფერი ბუმერანგივით დაუბრუნდება.
,,ხელისუფლებამ ადამიანის დამთრგუნველი, პიროვნული თავისუფლების შემზღუდველი სხვა მეთოდების შემოღებასთან ერთად „ფიქრის პოლიციის" როლიც შეითავსა. ანალოგიური აკრძალვები ბუმერანგივით მოუბრუნდება ხელისუფლებას და ქართველი ხალხი გამოუტანს მას საკადრის განაჩენს",_ განაცხადა ჟურნალისტებთან ობგაიძემ.