საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გუდაუთაში მდებარე ლიხნის ტაძრის რებილიტაციის გადაწყვეტილებას იმ ბარბაროსული პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობს. ამის შესახებ რურუამ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა და აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკა ქართული ძეგლები პირველადი სახის დასახიჩრებას და კულტურული კვალის წაშლას ემსახურება.
"ეს არის ერთნიკური წმენდის გაგრძელება ამ ტაძრის რესტავრაცია არ არის კანონიერი და ვერანაირ კანონიერებაზე ვერ ვისაუბრებთ მაშინ როცა არც ქართველ ერს და არც "იუნესკოს" წარმომაგენლებს არ აქვს შესაძლებლობა ადგილზე ჩავიდნენ. როცა ჩვენ ჩასვლა შევთავაზეთ საოკუპაციო რეჟიმი გვეუბნება, რომ უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მოგვცემს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გვეუბნება - ჩახვალთ და ნახავთ რაც მოგივათო", _ განაცხადა რურუამ.
მისივე თქმით, მან რამდენიმე დღის წინ "იუნესკოს" კულტურული მემკვიდრეობის დეპარმემენტს გადასცა ნოტა ილორის წმინდა გიორგის თაობაზე და საქართველოს მთავრობა რეაგირებას ლიხნის ტაძართან დაკავშირებითაც მოახდენს.
"ყველა ის ტაძარი პირველადი სახით ფოტოზე დაფიქსირებულია, თუ თუ ისინი ფიზიკურად არ გაანადგურეს დეოკუპაციის შემდეგ მათ პირველად სახეს დავუბრუნებთ", _ აღნიშნა რურუამ.