პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის მიერ გუშინ გაცხადებულ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სკოლებში რვა გამოცდას ერთი გამოცდა დაემატება. ანუ საუბარია 8+1 მოდელზე.
"აქამდე გვქონდა სისტემა რომ მოსწავლეები სკოლაში 8 გამოცდას აბარებდნენ. ეს სისტემა ჩვენ დავნერგეთ გასულ წლებში და მოსწავლეებს დამატებით 4 გამოცდის ჩაბარება უწევდათ ერთიანი ეროვნული გამოცდების სახით. მათ სჭირდებოდათა ცალ ცალკე მომზადება ამ 8 გამოცდისათვის ხოლო ვისაც რეპეტიტორის აყვანა შეეძლო შემდგომი 4 გამოცდისთვისაც ემზადებოდა.
ეს რა თქმა უნდა ზედმეტი ტვირთი იყო ოჯახისათვის, მძიმე ფინანსურადაც და ზედმეტი ტვირთი იყო თავად მოსწავლისთვისაც. თუმცა ჩვენ იძულებულები ვიყავით ეს სისტემა დაგვენერგა, რადგანაც თავის დროზე სკოლებში ასეთი კომპიუტერიზირებული გამჭვირვალე გამოცდების ჩაბარება შეუძლებელი იყო. ამისათვის არც სკოლები იყვნენ აღჭურვილი კომპიუტერებით და არც მოსწავლეები და მასწავლებელი იყვნენ მოწოდების დონეზე ამიტომ ჩვენ მაშინ დავნერგეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები რომელიც წარმატებული ნაბიჯი იყო", _ განაცხადა ნიკა გილაურმა.
პრემიერ - მინისტრის თქმით, მიუხედავად გატარებული რეფორმისა საჭირო გახდა დამატებითი რეფორმების გატარებაც.
"შესაბამისად ჩვენ მომავალი წლიდან გვექნება სისტემა რომლითაც მოსწავლეები ჩააბარებენ 8 + 1 გამოცდას და + 1 გამოცდა იქნება ტესტ-გამოცდა რომლითაც მოხდება გადაწყვეტა, თუ რომელ უნივერსიტეტში წავა ეს თუ ის მოსწავლე.
შესაბამისად, მას აღარ დასჭირდებათ, მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და ეს ყველაფერი განხორციელდება ისე როგორც ცივილებულ სამყაროში", _ განაცხადა ნიკა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩვეულებრივად ჩატარდება.