საქართველოში უცხოენოვანი პედაგოგების ჩამოყვანის პროგრამას პრემიერ- მინისტრი დადებითაც აფასებს. როგორც მთავრობის სხდომაზე ნიკა გილაურმა განაცხადა ეს იყო საკმაოდ პოზიტიური პროგრამა რომლის საშუალებითაც მასწავლებლებსა და მოსწავლეებში ინგლისური ენის ცოდნის დონე ამაღლდა.
"რეალურად, ძალიან პოზიტიური სურათი გაქვს სახეზე, რაც აისახა უკვე ეროვნული გამოცდების შედეგებში და ასევე მასწავლებლების სასერტიფიკატო გამოცდების შედეგებში.
საგრძნობლად შემცირებულია ჩაჭრილთა რაოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ ტესტების სირთულე იგივეა, აშკარაა, რომ სკოლების დირექტორების მხრიდან არის მონდომება, რომ გაუმჯობესდეს სასწავლო პროცესი. ჩვენ ვფიქრობთ რომ სწორი რეფორმა გავატარეთ. გარდა ამისა მასწავლებლების წახალისება მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლის დონის გაზრდაში.
დღეს მე შევხვდი უცხოელ ინგლისურის მასწავლებლებს, რომლებიც საქართველოში ერთი წელია არიან და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საკმაოდ წამატებული პროგრამაა. ეს გამოისახება ციფრებითაც. მასწავლებლების უმეტესობა რომლებიც აბარებდნენ ინგლისური ენის სასერტიფიკატო გამოცდებს ადრე იჭრებოდა წელს კი უმეტესობამ ჩააბარა", _ განაცხადა ნიკა გილაურმა.
პრემიერ მინისტრის განმარტებით წელს სკოლის მოსწავლეეებმა უცხო ენის არჩევისას უპირატესობა ინგლისურ ენას მიანიჭეს და ერთიან ეროვნულ გამოცდებში ინგლისური ენა მოსწავლეების 73 % აირჩია.
"ეს ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია გლობალიზაციისა, რაც ჩვენი განათლების სისტემის საყრდენი უნდა იყოს. ჩვენმა შვილებმა სამომავლოდ უკეთესი სამსახური რომ იშოვონ ინგლისური ენის ცოდნა საჭირო იქნება", _ განაცდა ნიკა გილაურმა.