საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია აშშ-ს კონგრესის მიერ მიღებულ რეზოლუციას მნიშვნელოვან პოლიტიკურ დოკუმენტად აფასებს, _ ამის შესახებ ჯალაღანიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
,,აშშ-ს კონგრესის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით ძალზედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი შეიქმნა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ცალმხრივად მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 % რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება და რუსეთს სიტუაციის გამოსწორებისკენ მოუწოდებს.
მისვე თქმით, რეზოლუცია მხარს უჭერს იმ რეფორმებს, რომელიც საქართველოში ხორციელდება.
,,ასევე რეზოლუცია მხარს უჭერს რეფორმების იმ გზას რომელსაც ჩვენი ქვეყანა ადგას. მთლიანობაში ეს არის გამოვლინება იმისა, რომ აშშ-ის როგორც აღმასრულებელ ისე საკანონმდებლო ხელისუფლების შტოები მთავრობის კურსის და სახელმწიფოს მხარდამჭერები არიან. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი იმ კონტექსტში და მოვლენათა განვითარების იმ გზაზე რომლის მომსწრენიც ბოლო კვირეების განმავლობაში ვართ", _ განაცხადა ჯალაღანიამ.
მისივე თქმით, ეს არის კარგი გზავნილი როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის და იმ ქვეყნების მიმართ რომელიც საქართველოს მხარდამჭერები არიან. ასევე იმ ოპონენტი ქვეყნების მიმართ რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას ახორცილებენ.