ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მიხელ სააკაშვილი ხალხის სწრაფვას ვერ შეაჩერებს, რადგან პროცესები შეუქცევადია და ხელისუფლების ქმედებები საზოგადოებაში მხოლოდ სიცილს იწვევს.
,,არ შეიძლება ხალხის სწრაფვა შეაჩეროს ერთმა კაცმა, ეს წარმოუდგენელია. მას დაკარგული აქვს ანალიზის კეთების უნარი და ებრძვის საკუთარ ხალხს, თან მასშტაბურად. მთელი საქართველო ფეხზე დგას, დღეს განწყობა ისეთია, რომ ამას ვერავინ ვეღარ შემოაბრუნებს, ამის შემობრუნება შეუძლებელია და პროცესები აბსოლუტურად შეუქცევადია. მათი უბადრუკი მცდელობები მხოლოდ სიცილს იწვევს თანაც ქუთაისში", _ განაცხადა ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტ გიორგი უძილაურისთვის მიცემულ ინტერვიუში.