დღეს, 8 ივნისს, საქართველოს თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია ესტუმრება. ვიზიტის პროგრამით დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან,ასევე უმრავლესობის წევრებთან: გივი თარგამეძესთან, აკაკი მინაშვილთან, ნუგზარ წიკლაურთან, ზურაბ მელიქიშვილთან, ლაშა თორდიასა და პავლე კუბლაშვილთან, თურქეთის რესპუბლიკასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან. ამის შემდეგ დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეწვევა.
თურქეთის დელეგაციის წევრები ასევე ესტუმრებიან ქუთაისს, სადაც ღირსშესანიშნაობებს დაათავალიერებენ. ისინი ჩავლენ ბათუმში, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეს შეხვდებიან და იუსტიციის სახლს, გონიოს ციხესაა და სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტს დაათვალიერებენ.
თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია საქართველოს 11 ივნისს დატოვებს.