რუსი პოლიციელების მიერ სამარაში მოკლული 18 წლის მამუკა კახიშვილის ცხედარს საქართველოში დღეს ან ხვალ ჩამოასვენებენ.
ცხედარს გარდაცვლილის მამა სამშობლოში საკუთარი მანქანით გადმოასვენებს.
გარდაცვლილი მამუკა კახიშვილის ბებია და ბაბუა ვარაუდობენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილების დროს ოჯახს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
შეგახსენებთ: გავრცელებული ინფორმაციით, მამუკა კახიშვილი 10 ნოემბერს სამარელმა სამართალდამცველებმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. გარდაცვლილი მეორე ჯგუფის ინვალიდი იყო. კახიშვილების ოჯახი სამარაში 17 წელი ცხოვრობდა. ახლა კი ოჯახი საცხოვრებლად საქართველოში გადმოდის.
მასალის გამოყენების პირობები