თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები პრობაციის თბილისის ბიუროს ესტუმრნენ და პირობით მსჯავრდებულებთან მუშაობის სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე - გიორგი მაკასარაშვილმა სტუდენტებს პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე რეფორმები, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების მექანიზმები, რისკებისა და საჭიროების შეფასების მეთოდოლოგიის თავისებურებები და პრობაციონერთა რესოციალიზაციის მიზნით მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტები გააცნო.
სტუდენტებმა დაათვალიერეს თბილისის ბიუროში არსებული ვიდეოპაემნის ოთახი, საიდანაც მსჯავრდებულებს მათი ახლობლები უკავშირდებიან.
პრობაციის ეროვნული სააგენტო საზოგადოების ინფორმირებისა და გამჭირვალეობის მიზნით მსგავს ღონისძიებებს ხშირად მართავს.
მასალის გამოყენების პირობები