7 ივნისს ჟურნალი "ავერსი" 8 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოს მართავს.
გამოცემის დღიდან, ჟურნალი "ავერსი" ყოველთვიურად აცნობს თავის მკითხველს სამედიცინო სიახლეებს, დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკის უახლეს მეთოდებს, და ასევე თუ როგორ შეინარჩუნონ ცხოვრების ჯანსაღი წესი. სთავაზობს რჩევებს ქალბატონებისთვის დიეტის, კოსმეტიკის, კულინარიისა და ფიტნესის თანამედროვე პრინციპების შესახებ. ჟურნალი ,,ავერსი~ მომავალშიც განაგრძობს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვას.
იუბილეზე მოწვეულნი არიან ჟურნალის ყველაზე აქტიური მკითხველები, ექიმები და ჟურნალისტები.
საიუბილეო საღამოზე დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართება - ჟურნალი ყველაზე აქტიურ და ყველაზე ნორჩ მკითხველებს დააჯილდოვებს. სამახსოვრო პრიზები იმ მოწვეულ ექიმებსაც გადაეცემათ, რომლებიც ამ შვიდი წლის განმავლობაში ჟურნალთან აქტიურად თანამშრომლობდნენ.
საღამოს წარუძღვება ჟურნალის დამფუძნებელი, პაატა კურტანიძე და ასევე ჟურნალის მთავარი რედაქტორი.