გვიან ღამით, პირველი კლინიკური საავადმყოფოს ეზოში მდებარე ამორტიზებული შენობის დემონტაჟის დროს, ერთი მუშა დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზირებული იყო სამაშველო სამსახური, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
მაშველებმა ერთი მუშის გადარჩენა მოახერხეს. დაზარალებული მრავლობითი მოტეხილობითა და დაჟეჟილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
შემთხვევის ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.