7 ივნისი 13.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში PH International-ის მიერ ორგანიზებული დებატებისა და საჯარო გამოსვლების ბანაკის ტურნირის ნახევარფინალში გასული მოსწავლეების მორიგი თამაში გაიმართება, რომელზეც თსუ დებატკლუბის სტუდენტები იმსაჯებენ. დებატების თემა იქნება „ბავშვთა უფლებების დაცვა.“ ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.
დებატკლუბის თამაშს თსუ-ს, ბავშვთა ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, თბილისის სამოქალაქო კლუბების, ფონდი PH International-ის წარმომადგენლები და სკოლების დირექტორები დაესწრებიან.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია #101
მასალის გამოყენების პირობები