კალიფორნიაში 91 წლის ასაკში ამერიკელი მწერალი, სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკოსი რეი ბრედბერი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ "ასოშიეიტედ პრესი" ავრცელებს.
ბრედბერი 1920 წლის 22 აგვისტოს ილინოისის შტატის ქალაქ უოკიგანში დაიბადა. მსოფლიო ფანტასტიკის კლასიკოსი ამბობდა: "იმისათვის რათა 90 წლამდე იცოცხლო, ძალიან უნდა გიყვარდეს ცხოვრება. მე მიყვარდა ყოველი დღე ჩემი ცხოვრებისა. მახსოვს, როგორ დავიბადე და იდეაში მახსოვს კიდეც, როგორ ვიჯექი დედის მუცელში. მინდა, უკან მიიხედოთ, თქვენს წარსულში. იქნებ ცხოვრების ისეთივე დიდი მოყვარულები გახდეთ, როგორიც მე ვარ. ცხოვრების აზრი სიყვარულშია", _ ამბობდა ის.
ასაკშიც კი რეი ბრედბერი ყოველ დღეს ძველებურად იმით იწყებდა, რომ დასაწერად ჯდებოდა და ყველა საქმეს დებდა. ლიტერატორი დარწმუნებული იყო, რომ ყოველი ახალი ნაწარმოები სიცოცხლეს უხანგრძლივებდა.
მისი ნაწარმოებები მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი. განსაკუთრებული პოპულარობა კი მას მოუტანა ნაწარმოებებმა "მარსიანული ქრონიკები", "451 გრადუსი ფარენგეიტით", "ღვინო ბაბუაწვერებისგან". ბრედბერის რამდენიმე ნაწარმოები ეკრანიზებულია.