ხვალ, 7 ივნისს, თბილისის საკონცერტო დარბაზში დაგეგმილია მარის ლიეპას საიუბილეო გალაკონცერტი, რომელიც საქველმოქმედოა. შემოსული თანხა ლეიკემიით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების მკურნალობას მოხმარდება.
თბილსში მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი ნიკოლოზ ცისკარიძე ჩამოვიდა. ბალეტის მსოფლიო ვარსკვლავი მარის ლიეპას ხსოვნისადმი მიძღვნილ გალაკონცერტში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მოცეკვავემ მუსიკისა და დრამის თეატრში გამართულ პრეკონფერენციაზე ისაუბრა. ნიკოლოზ ცისკარიძე გალაკონცერტზე ილზე ლიეპასთან და მარიანა რიჟკინასთან ერთად იცეკვებს.