"პოპის დედოფალი", ამერიკელი მომღერალი მადონა უკვე სტამბულში იმყოფება, სადაც ხვალ, 7 ივნისს, სოლოკონცერტს გამართავს.
მადონა თურქეთში აბუ-დაბიდან ჩავიდა და მას თან შვილებიც ახლავს.
მადონა და მისი ჯგუფი, რომელიც მთლიანობაში 200 კაცისგან შედგება, სტამბულში 3 თვითმფრინავით ჩაფრინდა. მადონა კონცერტს სპორტულ კომპლექს Türk Telekom Arena -ზე მართავს.