ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის - „მილენიუმის"მეორე კომპაქტის ფარგლებში დაფინანსდება როგორც სკოლების რეაბილიტაცია ასევე ახალი ამერიკული უნივერსიტეტი საქართველოში", _ ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ქართულ-ამერიკული ქარტიის ფარგლებში მომუშავე რამდენიმე ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„პირველი ნაწილი „მილენიუმის" დაფინანსებისა დავასრულეთ, მეორე კომპაქტზე რეალურად მოეწერება ხელი უახლოეს პერიოდში, შეთანხმება მიღწეულია აბსულუტურად და ამ მეორე კომპაქტის ფარგლებში დაფინანსდება როგორც სკოლების რეაბილიტაცია ასევე ახალი ამერიკული უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც რეალურად ფოკუსირებული იქნება საინჟინრო დისციპლინებზე და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე", _ განაცხადა საქართველოს პრემიერმა.