აშშ-ის სახელმწიფოო მდივანი ჰილარი კლინტონი პოლიტიკაში ქალების აქტიურ ჩართვას მიესალმება.
როგორც საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, მისასალმებელია საქართველოს პრალამენტის გადაწყვეტილებები, რომელმაც შექმნა სტიმული პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ქალის ჩართვისთვის.
" მივესალმები პარლამენტს იმისათვის, რომ შექმნა სტიმული, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი ჩაერთოს პოლიტიკაში", - განაცხადა კლინტონმა.
მისივე თქმით, ქვეყანა უფრო გაძლიერდება თუ ქალებს ექნებათ მეთი უფლებები საქართველოს მომავლის განსაზღვრაში.
"საქართველოს მთავრობა და ქვეყანა მთლიანობაში, უფრო ძლიერი იქნება, როდესაც ქალებს ექნებათ უფრ მეტი უფლებები, მეტი ხმა, უფრო დიდი როლი ექნებათ ჩამოაყალიბონ საქართველოს მომავალი", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფოო მდივანმა.