რუსეთის ფედერალურმა საემიგრაციო სამსახურმა ოპერაცია "არალეგალი -2012" ჩაატარა. ოპერაციის ფარგლებში მოსკოვში უცხოეთის 2600-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ფედერალური საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენელმა ზალინა კორნილოვამ განაცხადა.
კორნილოვას თქმით, მათ ბრალი ედებათ რუსეთის საემიგრაციო კანონმდებლობის დარღვევაში.
დაკავებულთაგან 500-ზე მეტი უკვე გააძევეს ქვეყნის ტერიტორიიდან.
ოპერაცია სამრეწველო ობიექტებზე, მშენებლობებზე, კლუბებსა და რესტორნენში ჩატარდა.
კანონმდარღვევებისგან ჯარიმის სახით ამოღებულია 20 მილიონი რუსული რუბლი.