ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს საქართველოში ვიზიტისას სპეციალურ წიგნს აჩუქებენ. 5 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო მინისტრის ვიზიტთან და ქართულ ამერიკული ურთიერთობის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ამერიკის მეგობართა კლუბის, ქართულ-ამერიკული ქარტიის მხარდამჭერი სამუშაო ჯგუფის და გამომცემლობა მინიატურის ინიციატივით, სპეციალური საჩუქარი დამზადდა - მინიატურული წიგნი. მასში შესულია 200 ფოტო „ჰილარის ვიზიტები მსოფლიოში" და „ქართულ ამერიკული ქარტია". წიგნი იშვიათ საკოლექციო გამოცემას წარმოადგენს.
ფოტო მასალა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ეკუთვნის. პირველ დიპლომატს საჩუქარს გადასცემს ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი ილია ზუკაკიშვილი.
წიგნის პრეზენტაცია 4 ივნისს, 14 :00 საათზე ამერიკულ ცენტრში გაიმართება.