კოალიცია ,,ქართული ოცნების" აქცია ქუთაისში 10 ივნისს გაიმართება, როგორც ,,ქართული ოცნების" პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა აღნიშნულის შესახებ, ქუთაისის მერიას უკვე შეატყობინეს. მისივე თქმით, დაგეგმილი მანიფესტაცია დავით აღმაშენებლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
,,რადგან 10 ივნისი უკვე გადაწყვეტილი გვქონდა, ეს თარიღი აღარ შევცვალეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი აქცია გაიმართება ათში, ექვს სააათზე ალტერნატიულ ადგილას, ანუ დავით აღმაშნებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ე. წ. ას საფეხურიანი კიბის ირგვლივ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ,,ქართული ოცნების" აქცია ქუთაისში გაიმართბა კვრას 10 ივნისს ექვს საათზე", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლები ქუთაისში ხალხის დიდ რაოდენობას ელოდებიან.
,,ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს იქნება ისეთივე ამაღლებული, ისეთივე შთამბეჭდავი, ისეთივე ხალხმრავალი აქცია, რასაკვირველია, სხვა პროპორციით, რადგან ქუთაისი უფრო პატრა ქალაქია, ვიდრე ეს იყო 27 მაისს თბილისში. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება უკვე არის მიღებული. დღეს ათ საათზე ჩვენ ქუთაისის მერიას ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ შეევატყობინეთ. ეს ფაქტიურად, არის მათი გაფრთხილება, მათთვის შეტყობინების გაგაზავნა და არა ნებართვის თხოვნა, რადგან პრინციპული ნებართვა აქციის გამართვის შესახებ მერიისგან მიღებული გვაქვს და აღნიშნული ტერიტორია, რომელიც ახლა ავირჩიეთი ისინი მთელი თვის განმავლობაში გვითმობდნენ", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ქუთაისის მერიას ადგილობრივებისთვის მოუწევს პასუხის გაცემა, თუ რატომ არ გამოუყო ,,ქართულ ოცნებას" ცენტრალური მოედანი.
,,მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, მერია ძალიან მძიმე ამოცანის წინაშე დადგა მან უნდა დაასაბუთოს ქუთაისის მოქალაქეების წინაშე, რომ ჩვენთვის უარის თქმა ცენტრალურ მოედანზე მართებული იყო", _განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, ქუთაისის მერიამ კოალიცია ,,ქართულ ოცნებას" ცენტრალურ მოედანზე მანიფესტაციის ჩასატარებლად 11-15 ივნისი შესთავაზა. ,,ქართულ ოცნებას" თავდაპირველადქ უთაისში ცენტრალურ მოედანზე აქცია 7 ივნისს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა მერიამ აქციის ჩატარებაზე უარი განუცხადა და მიზეზად პირველი ივნისიდან პირველ ივლისამდე ცენტრალურ მოედანზე საზაფხულო ფესტივალის ღონისძიებები დაასახელა. სანაცვლოდ კოალიციის წარმომადგენლებს აქციის ჩასატარებლად ალტერნატიულ ადგილად აღმაშენებლის ძეგლთან, ბალახვნის მოედანი შესთავაზა. თუმცა ,,ქართულმა ოცნება" ქუთაისის მერიას 1 ივნისს კიდევ ერთი წერილით მიმართა, სადაც 9-10 ივლისს ცენტრალურ მოედანზე აქციის გამართვას ითოვდა, მაგრამ მერიისგან კვლავ უარი მიიღო.
2 ივნისს კი ქუთაისის მერიამ ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებს მანიფესტაციის ჩასატარებლად ცენტრალური მოედანი 11-15 ივნისამდე შესთავაზა.