საქართველოში შიდსით გარდაცვალების კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. აივ ინფექციას 45 წლამდე ქალბატონი და მამაკაცი ემსხვერპლა.
ექიმების განმარტებით, გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა და თანდართული დაავადებები გახდა, რამაც მდგომარეობა გაართულა.
მედიკოსები გასულ წელთან შედარებით დაავადების გაზრდილ სტატისტიკაზე საუბრობენ. წელს აივ ვირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა.
გარდაცვლილთა ასაკი 35-დან 45 წლამდე მერყეობს. სიკვდილიანობის მაჩვენებელი მამაკაცებში უფრო მაღალია და ექვსჯერ აღემატება ქალბატონების რიცხვს.