"ქართული ოცნების" წევრის, ძიუდოში საქართველოს ჩემპიონის, ამბაკო ავალიანის შესახებ კოალიცია მორიგ განცხადებას ავრცელებბს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
3 ივნისს, დაახლოებით 22 საათზე, თბილისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებულ იქნა "ქართული ოცნების" წევრი, საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში, ამბაკო ავალიანი, რომელსაც თან ახლდნენ სპორტსმენი ზურა ბენდელიანი და ნათესავი ირაკლი გულბანი.
თვითმხილველების ცნობით, ამბაკო ავალიანს მთელი დღის განმავლობაში ტელეფონით უკაკვშირდებოდა მისი ძველი თანაგუნდელი სინჯიკაშვილი და თხოვდა შეხვედრას, თან არწმუნებდა, რომ ჩამოშორებოდა პოლიტიკურ კოალიცია "ქართულ ოცნებას". ბოლოს, ამბაკო ავალიანი დათანხმდა და მანკანა შეაჩერა ზემოხსენებულ ეკლესიასთან, სადაც სინჯიკაშვილი უნდა მისულიყო. სინჯიკაშვილი შეხვედრის ადგილას ორი ჯიპითა და სამი მსუბუქი მანქანით, დაახლოებით ოც თანმხლებ პირთან ერთად მივიდა. მათ ავალიანი ავტომანქანაში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მას შემდეგ ავალიანს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
სასწრაფო რეაგირების მიზნით, "ქართული ოცნება" 22.40 საათზე დაუკავშირდა უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას.
ამბაკო ავალიანი რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდა შემთხვევის ადგილას, მასთან იმყოფება ადვოკატი