კოალიცია ,,ქართული ოცნების" რაიონაული ორგანიზაციის წევრებს გორის ოფისის გატეხვის შესახებ ,,ნაციონალურო მოძრაობის" წარმომადგენელმა აცნობა,_ აღნიშნულის შესახებ ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომელმაც ,,ქართული ოცნების" გორის რაიონული ოფისის გაქურდვასთან დაკავშირებით, კოალიციის ლიდერებთან ერთად გორში საგანგებო ბრიფინგი გამართა.
,,დავით წეწვაძეს დილის შვიდისნახევარზე დაურეკეს და უთხრეს, რომ ოფისი გატეხილი იყო. იგი გახლავთ შეხვედრების ჯგუფის ხელმძღვანელი. იგი მაშინვე მოვიდა და მას უკვე საპატრულო პოლიცია გამოძახებული დახვდა, რომელიც გამოიძხა მან ვინც მას ეს ამბავი შეატყობინა. ის ადამინი ვინც ეს ამბავი მას შეატყობინა არის გიორგი ზენაძე საკრებულოს წევრი ,,ნაციონალური მოძრაობიდან". მან საუბარში აღნიშნა, რომ მისი დეიდაშვილი დილის ხუთისნახევარზე ძაღლს ასეირნებდა ამ ქუჩაზე და მაშინ დაინახა, რომ ოფისი გატეხილი იყო. გარდა ამისა ადგილზე იყო სოსო პაპიტაშვილი, ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი გორში, რომელიც ასევე გახლავთ ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი', _ აღნიშნა ჟურნლისტებთან ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ: კოალიციის ოფისი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს დილით გატეხილი დახვდათ. "ქართული ოცნების" წევრების თქმით, ოფისიდან კომპიუტერები და დოკუმენტაციაა წაღებული.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლითაა აღძრული.