გარდაბნის რაიონში "თბილსრესის" დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე სასმელი წყლის რეზერვუარში 13 წლის ბიჭი დაიხრჩო. მოზარდი ნათესავთან ერთად საბანაოდ იყო წასული.
ახლობლების ინფორმაციით, მოზარდმა ცურვა არ იცოდა, თუმცა წყალში შესვლა მაინც გადაწყვიტა.
სამაშველო სამუშაოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის მყვინთავები ახორციელებდნენ. მაშველებმა ცხედრი უკვე აღმოაჩინეს.