შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გრემისხევი-ახალგორის საავტომობილო გზაზე მეტყევეების მანქანა რუსების მიერ დატოვებულ ნაღმზე აფეთქდა, _ აღნიშნულის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს პრესამსახურის წარმომადგენელმა შოთა ხიზანიშვილმა განუცხადდა, რომელმაც აღნიშნა, რომ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
,,აფეთქების შედეგად მსხვერპლი არ არის მხოლოდ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. ნაღმს, რაც შეეხება, სავარაუდოდ, ეს არის 2008 წლის ომის დროს რუსების მიერ დატოვებული ნაღმი', _ განცხადა შოთა ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ: გრემისხევი-ახალგორის საზღვართან მეტყევეების მანქანა ნაღმზე აფეთქდა. შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა.