გრემისხევი-ახალგორის საზღვართან მეტყევეების მანქანა ნაღმზე აფეთქდა. შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილემ გივი ამირხანაშვილმა განუცხადა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და დაზარალებულები სხვადასხვა მსუბუქი დაზიანებებით დუშეთის რაიონულ საავადმყოფოში იმყოფებიან.
,, ეს იყო მეტყევეების მაღალი გამავლობის სამხიდიანი მანქანა, რომელიც მიდიოდა ტყეში და ტყეში შესვლამდე გრემისხევი-ახალგორის გზაზე მანქანა ნაღმზე აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა რვა ადამინი, თუმცა ისინი მძიმედ არ არიან დაშავებულები. ამ ეტაპზე დაზარალებულები დუშეთის საავადმყოფოში იმყოფებიან", _ განუცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენს" გივი ამირხანაშვილმა.