რუსთავში შარტავას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან ოთხი წლის ბავშვი გადმოვარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად, ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი რამდენიმე თვის წინ საცხოვრებლად ჭიათურიდან-რუსთავში გადმოვიდა.
უბედურის შეთხვევის შემდეგ, 4 წლის ბავშვის ცხედარი ჭიათურაში გადაასვენეს.