თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე მომხდარ ავტოავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა.
ორი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებშია გადაყვანილი. ერთმანეთს "მერსედესისა" და "ბმვ"-ს ტიპის მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ. ავარიის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.
"მერსედესში" ბოლნისში მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეები ისხდნენ. ისინი სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.