"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის " ლიდერები გიორგი თარგამაძე და ინგა გრიგოლია ვარკეთილი 3მ/რ-ის მოსახლეობას შეხვდნენ .
გიორგი თარგამაძემ და ინგა გრიგოლიამ პარტიის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე და საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
კერძოდ, საუბრის თემას წარმოადგენდა ჯანდაცვა და სამედიცინო დაზღვევის ხელმისაწვდომობა, განათლების სოციალური ასპექტები და ტარიფების შემცირების აუცილებლობა.
ასევე, ქდმ-ს ლიდერებმა ბოლო პერიოდში მათ მიერ წამოყენებულ რამოდენიმე საკონსტიტუციო ცვლილებაზეც ისაუბრეს
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი თარგამაძემ განაცხადა, ანალოგიურ შეხვედრებს უშუალო გარემოში "ქრისტიან-დემოკრატები" ხშირად მართავენ და მოსახლეობის პრობლემებს ისმენენ.
„ ჩვენთვის ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოდგა, რადგან ვისაუბრეთ ყველა იმ თემაზე, რომელიც საინტერესოა და აქტუალური საზოგადოებისთვის და ოჯახებისთვის, არის თემები, რომლებზეც ქრისტიან-დემორკატები არა მარტო ვლაპარაკობთ, არამედ ბევრი რამ უკვე გაგვიკეთებია პარლამენტში ამ 4 წლის განმავლობაში. ეს ეხება ჯანდაცვას, განათლებას, სოციალურ სფეროს, სოფლებში და რაიონებში სოფლის მეურნეობის განვითარებას, ასევე თბილისში და ქალაქურ დასახლებებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.ძალიან მნიშვნლოვანია უშუალოდ მოსახლეობისგან მოისმინო თუ როგორი ხედვა აქვს ქვეყნის განვითარების." განაცხადა გიორგი თარგამაძემ
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წევრები აცხადებენ, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებს გააგრძელებენ და მათი პრობლემების გადაჭრის გზებზე იზრუნებენ.