ქრისტიან დემოკრატებმა შეხვედრა ედუარდ ფრაის ფონდის წარმომადგენლებთან გამართეს. კონფერენცია საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ქრისტიან-დემორკატიული მძრაობის რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა მიიღეს.დისკუსიას მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე და 2 საერთაშორისო ექპერტიც დაესწრო . შეხვედრის მთავარი თემა სოციალური საბაზრო ეკონომიკის პრინციპები იყო. კონფერენციის ძირითად მიზანს ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
„ჩვენ ვხვდებით ჩვენს რეგიონალური წარმომადგენლების ნაწილს, რომელთაც ტრეინინგს ედუარდო ფრაის ფონდი უტარებს. მიგვაჩნია, რომ იმ მუშაობას, რომელსაც ქრისტიან დემოკრატები ვაწარმოებთ საქართველოში რომელიც ორიენტირებულია ქვეყანაში ევროპული სოციალური ეკონომიკის დამყარებაზე , ეფუძნება იმ ღირებულებებს, რასაც ქვია ევროპული ქრისტიან დემოკრატია", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ