3 ივნისს, 16:00 საათზე, თბილისის თოჯინების მუზეუმში გამოფენა "დავამსხვრიოთ ეპილეფსიის სტიგმა" გაიხსნება, რომელიც ჩატარდება ეპილეფსიის საერთაშორისო ბიუროსა და საქართველოს ახალგაზრდა ეპილეფტოლოგთა კავშირთან ერთად.
წარმოდგენილი იქნება ორი განსხვავებული ხედვის მქონე მხატვრის - მიშა იაშვილისა და ელენე გამგონიძის ნამუშევართა გამოფენა. მათ, პროფესიის გარდა, საერთო მდგომარეობა - ეპილეფსია აკავშირებთ. ისინი საზოგადოების სრულფასოვანი საზოგადოების აქტიური წევრები არიან, ქმნიან ხელოვნების ნიმუშებს, მიაღწიეს საკმაოდ დიდ წარმატებას და დღეს მთელი საზოგადოების წინაშე ხმამაღლა აცხადებენ იმას, რაც მათი მდგომარეობის მქონე პირების უმრავლესობისათვის ჯერ კიდევ წარმოუდგენელია.
"მე მაქვს ეპილეფსია და მიუხედავად ამისა, მე ვარ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი", - ასეთია გამოფენის მონაწილეთა დევიზი.
მათი ინფორმაციით, აქტიური და სრულფასოვანი ცხოვრების პროპაგანდა იქნება სტიმული ეპილეფსიის მქონე ადამიანებისთვის, ხოლო მხატვრების მიერ საკუთარი დიაგნოზის შესახებ საჯაროდ საუბარი სტიგმას მნიშვნელოვნად შეამცირებს.