აჭარის მთავრობა უარყოფს გავრცელებულ ინფორმციას თითქოს და აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი ჯონი ბაკურაძე რეგიონის მთავრობის აპარატში მუშაობს. მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, რომ "რამდენიმე დღის წინათ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, ჯონი ბაკურიძის აჭარის არ. მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად დანიშნვასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება".
შეგახსენებთ, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის უკვე ყოფილი უფროსი ჯონი ბაკურიძე ჟურნალისტისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო დაკავებული თანამდებობიდან 16 თებერვალს, გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები