საქართველოს ეროვნული ავტოსპორტის ფედერაცია ვისოლ ჯგუფის მხარდაჭერით მოყვარულთა რალში საქართველოს ჩემპიონატის I ეტაპს მართავს.
ეკიპაჟი, (პილოტი, შტურმანი) ლეგენდის(გზის მონახაზის, რუქის) საშუალებით გადის თბილისის სხვადასხვა უბნებს, ყოველგვარი წესის დაცვით. მოძრაობის წესის დარღვევის შემთხვევაში, მონაწილე იხნება შეჯიბრიდან. რალის მსვლელობას პროფესიონალი მსაჯები აკონტროლებენ. რალის მსვლელობისას დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებები, დაბრკოლებები და თამაშები. გაიმარჯვებს ის ეკიპაჟი, ვინც ლეგენდით მოცემულ დროს დაიცავს.
გამარჯვებულს ვისოლ ჯგუფისგან საჩუქრად გადაეცემა აპის იტალური საწვავი და ვისოლ ავტო ექსპრესისგან ფრანგული ტოტალის საავტომობილო ზეთები. ვისოლ ჯგუფი იტალიური აპისა და ფრანგული ტოტალის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში.
მოყვარულთა რალში ასამდე ავტომრბოლელი იღებს მონაწლეობას. მონაწილეებმა სტარტი დილის 11 საათზე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდთან მდებარე ვისოლის ავტოგასამართი სადგურიდან აიღებს.