დღეს, 2 ივნისს, 20:00 საათზე, ეროვნულ გალერეაში გაიხსნება გამოფენა "სირია: მხილება".
გამოფენა აერთიანებს ფოტოგრაფთა იმ პატარა ჯგუფის ფოტოებს, რომლებმაც უკანსკნელი თვეების განმავლობაში სირიაში მიმდინარე დრამატული პოლიტიკური მოვლენების განვითარების დოკუმენტირება შეძლეს, ზოგმა დიდი რისკის ფასად, ზოგმა კი სიცოცხლის ფასად. როგორც ეს ახალგაზრდა ფრანგი ფოტოჟურნალისტის რემი ოშლიკის შემთხვევაში მოხდა, რომელიც 22 თებერვალს ქალაქ ჰომსში ბაშარ ალ-ასადის შეიარაღებული ძალების მიერ უცხოელ ჟურნალისტთა პრესცენტრის დაბომბვის შედეგად დაიღუპა.
გამოფენა რემი ოშლიკის გარდა, ალესიო რომენცის, პოლ კონროის, უილიამ დენიელსის და უცნობი სირიელი ფოტოგრაფების ნამუშევრებს აერთიანებს და სირიაში მიმდინარე მოვლენების ამსახველი სულისშემძვრელი დოკუმენტაციაა.
გამოფენა "თბილისის ფოტოფესტივალი 2012"-ის ფარგლებში იმართება.