მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი შალვა ხაჭაპურიძე ქართული მხარის მიერ თურქეთთან ატომურ ელექროსადგურთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკების გასაჯაროებას ითხოვს. მისი ინორმაციით, თურქეთის ვიცე-პრემიერის საქართველოში ვიზიტის რეალური მიზეზი ასპინძაში ატომურ ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები იყო.
"ვითხოვთ, საჯარო გახდეს ასპინძის ატომურ ელექროსადგურთან დაკავშირებით თურქეთთან მიმდინარე მოლაპარაკებების ოქმები, რათა პრესას, საზოგადოებას შეგვეძლოს ვიცოდეთ რეალურად არსებობეს ეს საკითხი და რა ვითარებაა ამ საკითხთან მიმართებაში", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ხაჭაპურიძემ.
შეგახსენებთ: თურქეთის ვიცე-პრემიერი ბულეთ არინჩი საქართველოში გუშინ იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში თურქეთის ვიცე-პრემიერი საქართველოს პრემიერ მინისტრს ნიკოლოზ გილაურსა და ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძეს შეხვდა.