პოლიციის აკადემიის ახალი რექტორი დავით აფრასიძე საქმიანობას ორშაბათიდან შეუდგება. მისი თქმით, შეთავაზება ივენე მერაბიშვილისგან მიიღო. აღნიშნულის შესახებ აფრასიძემ "მაესტროსთან" განაცხადა.
"ორშაბათს გავდივარ სამსახურში და მექნება საშუალება გავაკეთო პირველი კომენტარი. შემოთავაზება იყო მინისტრისგან, დავთანხმდი ამ შემოთავაზებაზე და მიმაჩნია, რომ პოლიციის აკადემია არის ერთ-ერთი წარმატებული სტრუქტურა ჩვენს სამინისტროში. გამომდინარე აქედან, მომიწევს იმ კურსის გაგრძელება, რაც დამხვდება", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ: აფრასიძე პოლიციის აკადემიის რექტორად მას შემდეგ დაინიშნა, რაც აკადემიის ყოფილი რექტორი ხატია დეკანოიძე გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა.