თბილისის მერიაში მიმდინარე წლის მაისში 4 წლის მოზარდის ლიზი გუგენაშვილის დედის, ქალბატონ ნათია მანდარიას განცხადება შემოვიდა. მშობელი უსახსრობის გამო ბავშვისთვის აუცილებელი გამოკვლევების ჩატარებას ვერ ახერხებდა და დაფინანსებას ითხოვდა. მოზარდს რამოდენიმე თვეა სისუსტე და თავის ტკივილი აწუხებს, რის გამოც ექიმებმა მას სპეციალური გამოკვლევები დაუნიშნეს. დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ 4 წლის ლიზი გუგენაშვილი გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში წაიყვანა, სადაც პაციენტს ყველა საჭირო, გამოკვლევა ჩაუტარდა.
2012 წლის პირველი სექტემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით 5 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი იქნება დაზღვეული. ჯანდაცვის სფეროს განვითარება, გამართული სადაზღვევო სისტემის არსებობა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია
მასალის გამოყენების პირობები