განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამაშრომლებზე ზეწოლა. თუმცა, იგი დარწმუნებულია, რომ ასეთ ფაქტებს ადგილი არა აქვს.
"მე ნამდვილად ვერ დავადასტურებ ასეთ ფაქტებს. თუ ასეთ რაიმეს სადმე, რაიმე კონტექსტში ადგილი აქვს აბსოლიტურად დაუშვებელია. ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს და დარწმუნებული ვარ არც ხდება", - აღნიშნა ჟურნალისტებთან დეპუტატმა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა თანამაშრომლებმა მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და დაშინებაზე განცხადება დღეს გააკეთეს. როგორც ისინი აცხადებენ, განსაკუთრებული რისკებისა და საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, სწორედ ამიტომ ისინი უფლებადამცველი ორგანიზაციების მხარდაჭერას ითხოვენ.