მოძრაობა ,,ეროვნულების" ლიდერი შალვა ხაჭაპურიძე საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავჯდომარესა და საქართველოს საგარო საქმეთა მინისტრს მიმრთავს და მოუწოდებს რეაგირება მოახდინონ თურქეთში გამოცემულ სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით, _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა, რომელმაც სპეციალური მიმართვა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიტანა.
,,ვითხოვთ, საქართველოს სახელმწიფომ და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ისევე როგორც საკანონმდებლო ხელისუფლებამ სათანადო ღონისძიებები გაატარონ, რათა თურქეთის სახლემძღვანელოდან ამოღებული იქნეს ასეთი უმსგავსო ჩანაწერები", _ განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
შეგახსენებთ: გაზეთ"ალიაში" გამოქვეყნებული მასალის თანახმად, თურქეთის სკოლებში ისტორიის ისეთი სახელმძღვანელო გაჩნდა, სადაც აღნიშნულია, რომ პირველ მსოფლიო ომამდე ბათუმი თურქეთის ტერიტორიის შემადგენლობაში იყო. ამავე სახელმძღვანელოში ბათუმის ფოტოზე არის მინაწერი, რომ ყველა ჭეშმარიტი თურქის ვალია, ბათუმი და მისი შემოგარენი თურქეთს დაუბრუნოს.