აშშ-ში აუქციონზე აკლდამა გამოიტანეს, სადაც 1977 წელს "როკ-ენ-როლის მეფე" ელვის პრესლი დაასაფლავეს.
ვაჭრობა, რომელსაც აუქციონის სახლი Julien's Auctions ატარებს 23 ივნისთვისაა დანიშნული. აკლდამის საწყისი ფასი - 100 ათასი დოლარია.
ელვის პრესლის ცხედარი მოთავსებულ იქნა ქალაქ მემფის Forest Hill სასაფლაოზე. მისი სიკვდილიდან რამოდენიმე დღეში 1977 წლის აგვისტოში. თუმცა ორ თვეში ცხედარი მის მამულშიგადაასვენეს. მას შემდეგ აკლდამა ცარიელი იყო.
აღსანიშნავია, რომ აკლდამის ახალი მფლობელი მიიღებს მარმარილოთი და გრანიტით გაწყობილ სასაფლაოსთან მისასვლელ სამლოცველოს, სადაც წესის აგება და სხვა სახის რიტუალი ტარდება.
შეგახსენებთ, 2010 წელს აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს ინსტრუმენტები, რომელიც ელვის პრესლის ცხედრის ბალზამირებისთვის 1977 წელს გამოიყენეს, თუმცა მოგვიანებით ლოტი აუქციონიდან მოიხსნა, რადგან ორგანიზატორებს ეჭვებოდათ ინსტრუმენტების აუტენტურობა და მისი მფლობელის კეთილსინდისიერება.