ქუთაისში საქართველოს პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის მსურველთა საბუთების მიღება 8 ივნისის ჩათვლით იწარმოებს.
სტაჟირებაზე დაიშვება პირი, რომელსაც დამთავრებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა).
მოქალაქეებს განცხადებისა და საბუთების შეტანა როგორც თბილისში საქართველოს პარლამენტის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტში, ისე, ქუთაისში საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციულ შენობაში შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან 18:00 საათამდე შეუძლიათ. საბუთები გაგზავნა შესაძლებელია ასევე ელფოსტის მისამართზე - სტაჯირება@პარლიამენტ.გე.
სტაჟირების მსურველებმა უნდა წარადგინონ: განცხადება პარლამენტის აპარატის უფროსის სახელზე (დანართი N1); პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დახასიათება უმაღლესი სასწავლებლიდან ან სამუშაო ადგილიდან; აპლიკაციის ფორმა (დანართი N2); დიპლომის ასლი და ერთი ფერადი ფოტოსურათი (3X4).
სტაჟირების კონკურსი გასაუბრების ფორმით 15-დან 22 ივნისის ჩათვლით ქუთაისში საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდება.
კონკურსის შედეგად შერჩეული პირები სტაჟირებას ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის სასახლეში გაივლიან.