კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ზვიად ძიძიგური განცხადებით, ხელისუფლება ,,ქართულ ოცნებას" ხელს სასაცილო გეგმებით უშლის. თუმცა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" ძიძიგურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის წინააღმდეგობის მიუხედავად კოალიცია ,,ქართული ოცნება" ქუთაისში დაგეგმილ აქციას აუცილებლად ჩაატარებს.
,,ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებიდან გამოჩნდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები დამოუკიდებლები არ არიან და ყველა მოქმედებს ერთი გეგმის მიხედვით. ამ გეგმას კი მათ სთავაზობს სააკაშვილი. სამწუხაროა, რომ ისინი ცდილობენ ასეთი სასაცილო გეგმებით ,,ქართულ ოცნებას" შეუშალონ ხელი. თუმცა ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ ქუთაისში აქციას",_ განაცხადა ძიძიგურმა.
შეგახსენებთ: ქუთაისის მერიამ ,,ქართულ ოცნებას" 7 ივნისს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აქციის ჩატარებაზე უარი განუცხდა. სანაცვლოდ მერიამ კოლიციის წარმომადგენლებს აქციის ჩასატარებლად ალტერნატიულ ადგილად აღმაშენებლის ძეგლთან, ბალახვანის მოედანი შესთავაზა.