3 ივნისს, ტურიზმის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება ბათუმში პიაცას მოედანზე გაიმართება.  ჯაზ-ბენდის კონცერტისა და მოდების ჩვენებასთან ერთად გაიმართება სილამაზისა და ტალანტების საერთაშორისო ფესტივალი  „პატარა მის/მისტერ სამყარო". მასში მონაწილეობას ღებულობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 15 წლამდე ასაკის ბავშვები. 
ყოველწლირად, ფესტივალის მონაწილეებიდან ვლინდება გამარჯვებული, რომელიც როგორც სილამაზით, ისე სასცენო ნიჭითაა (ქორეოგრაფია, ვოკალი, ტანვარჯიში) გამორჩეული. 
 „პატარა მის/მისტერ სამყარო" 2005 წლიდან ტარდება და მას უამრავი ქვეყანა მასპინძლობდა. 
ფეტივალის ორგანიზატორია  „უნივერსალ პროდაქშენი"  და  უკრაინული სარეკლამო კამპანიის ქართული ფილიალი.