კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის განცხადებით, ქუთაისის მერიამ, რომელმაც ,,ქართულ ოცნებას" 7 ივნისს დაგეგმილ მანიფესტაციისთვის ცენტრალური მოედნის გამოყოფაზე უარი განუცხადა ამ გადაწყვეტიულებით ხელისუფლებამ თავი სასაცილო მდგომარობაში კიდევ ერთხელ ჩაიგდო განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" თინა ხიდაშელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მმართთველმა გუნდმა საკუთარი მანკიერებების დასაფარავად ბავშვები გამოიყენა.
,,ხელისუფლება ძალიან სასაცილო მდგომარობაში იგდებს თავს. მას შემდეგ რაც ქუთაისის მერიას ჩვენი აქციის ჩატარების შესახებ ვაცნობეთ მხოლოდ ორი დღის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მთელი თვის განმავლობაში ცენტრალურ მოედანზე ბაგა-ბაღებისა და სკოლის მოსწავლების კონცერტი აქვთ დაგეგმილი და ამის გამო, ,,ქართული ოცნების" აქციის ჩატარება შესაძლებელი არ ექნება. თუმცა ჩვენ არავისთან კონფრონტაციაში შესვლას არ ვაპირებთ და ვაპირებთ საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიტანოთ ის, თუ ხელისუფლება რა დღეშია", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" ხიდაშელმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ საკუთარი მანკიერებების დასაფარავად ბავშვები გამოიყენა.
"სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ახლა საბავშვო ბაღის ბავშვები გამოიყენა საიმისოდ, რომ საკუთარი პრობლემები მოაგვაროს, თუმცა ამით ხალხს ვერ შეაჩერებენ. ისინი ღიად, საჯაროდ ,,ქართული ოცნების" მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს", _ განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ: ქუთაისის მერიამ ,,ქართულ ოცნებას" 7 ივნისს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აქციის ჩატარებაზე უარი განუცხდა. მიზეზად, ქალაქის თვითმმართველობამ 1 ივნისიდან- 1 ივლისამდე ცენტრალურ მოედანზე საბავშვო კონცერტების მიმდინარეობა დაასახელა. ამასთან მერიამ კოლიციის წარმომადგენლებს აქციის ჩასატარებლად ალტერნატიულ ადგილად აღმაშენებლის ძეგლთან, ბალახვანის მოედანი შესთავაზა.